შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ გაიყვანეს პარლამენტის შენობიდან პოლიციამ კი სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. უწყების თქმით, აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე.
უწყება მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში:
"კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება".
ასევე ნახეთ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. პირველი მოსმენისგან განსხვავებით, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.
ასევე ნახეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მდინარაძემ „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით ხმა ვერ მისცაიმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.