2024 წლის 29 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში თანხის დანიშნულებაში მან ასეთი ჩანაწერი გააკეთა - "ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად გაწეული პირადი ხარჯები".
საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 221 ლარი იყო, საიდანაც 55 275 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა.
29 იანვრის მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე იყო: 27 ათას ევრომდე და 29 ათას დოლარამდე თანხა.
გასულ წელს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა, მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა ოფიციალურ ვიზიტებზე. 2023 წლის 30 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით მთავრობამ განმარტა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".
ასევე ნახეთ მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებით ჩასვლაზე უარი უთხრამაშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის არ გამოიყენებდა საბიუჯეტო რესურს და საკუთარი თანხით გაფრინდებოდა სხვა ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა: გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის.
ვიზიტების გამართვის გამო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" - სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.
ასევე ნახეთ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია? - რა არგუმენტებით განიხილეს იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციოში