პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას.

ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზანია, სტიქიასთან ბრძოლას რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება.

8 თებერვლის სხდომის ბოლოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 84 ხმით გამოუცხადეს ნდობა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

ასევე ნახეთ კობახიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

ასევე ნახეთ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, პრემიერის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება
ასევე ნახეთ რა (არ) შეიცვლება კობახიძის მთავრობის საგარეო პოლიტიკაში