აქციის მონაწილეების თქმით, უნდა ფინანსდებოდეს დაავადების დიაგნოსტირებაც. ისინი სახელმწიფოსგან დაფინანსების დროულ გაცემასაც ითხოვენ.
"საკვერცხის სიმსივნეს ვებრძვი, ურთულესი 2 ოპერაცია გადავიტანე. ერთი ქიმია გადამიცდა, რადგან განცხადება დროულად არ დამიკმაყოფილეს. 16 ათასის ვალი ავიღეთ. 3 წელია უწყვეტად ვმკურნალობ და სულ წამლები მჭირდება. 25 000 ზღვაში წვეტია ჩემთვის, ამიტომ ვითხოვთ ლიმიტის მოხსნასაც", - ამბობს ცისანა ადამია, რომელიც თბილისში აქციისთვის ჩხოროწყუდან ჩამოვიდა.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ონკოლოგიური მედიკამენტების დეფიციტიცაა, რის გამოც პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს წამლების მოძიება შავ ბაზარზე უწევთ. ერთ-ერთი ასეთია ძვლის ტვინის პრეპარატი "იქსგევა", რომელსაც თინიკო ლაშხიას დედა მოიხმარს.
"უკვე შვიდი თვეა, "იქსგევა" არ არის აფთიაქებში და ხუთმაგ ფასში გვიწევს შავ ბაზარზე ყიდვა, რომ სიმსივნე დროებით გავაჩეროთ", - ამბობს თინიკო ლაშხია.
პარლამენტის შენობასთან დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ პასუხების მიღება ჯანდაცვის სამინისტროსგანაც სცადა.
ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია ორგანიზაციის, "კავშირი სიცოცხლისთვის" ორგანიზებით გაიმართა.
ასევე ნახეთ
მინისტრი: 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატებაყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები პაპილომავირუსის ვაქცინის 12 000 დოზას ვადა გასდის - ახლა რა ვქნათ?კიბოს სკრინინგის პროგრამებში ჩართულობა რეკომენდებულზე 5-ჯერ ნაკლებია - აუდიტი