ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც უნდა განიხილოს კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმე. წერილი 29 იანვრით არის დათარიღებული.
ასევე ნახეთ სამუშიას თქმით, გამოსახლების დროს დაკავებულ ლექტორს თსუ-მ შუამდგომლობა გამოუცხადა"ვფიქრობთ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის", - წერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წერილში.
- კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
- გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
პოლიციამ მოძრაობა "ხმის" თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა, თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს - "ხმა" არის ის ორგანიზაცია, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.
პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
ასევე ნახეთ კეკელიძის N1-ში სისხლის სამართლის წესით დააკავეს გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავადაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ კეკელიძის N1-ში დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობა შეუფარდეს