ათობით ადამიანი შეიკრიბა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან. ისინი აპროტესტებენ საღებავის შესხმას სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული. აქციის მონაწილეები „ხატის შეურაცხყოფაში" ნატა ფერაძეს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა".
აქტივისტის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები. ნატა ფერაძის სახლთან იმყოფებიან პოლიციელები.
ასევე ნახეთ შსს ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებსგანახლება: აქცია რამდენიმე საათში დასრულდა.
ასევე ნახეთ „მატრონა და სტალინი“ - დარჩება ხატი სამებაში? ასევე ნახეთ SOVLAB-ი გმობს „სტალინის განმადიდებელი შინაარსის ხატის" სამების ტაძარში განთავსებასინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში თავდაპირველად გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილი ვიდეოში, რომელიც ფეისბუკის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამავე პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი.
9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. 10 იანვარს დილით კი, თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო.
ასევე ნახეთ საპატრიარქომ დროებით შეზღუდა სამებაში ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა ასევე ნახეთ სტალინი ხატზე - „ხალხების მამა“ და ეკლესიასაბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.
ასევე ნახეთ პოლონეთის 1,8 მილიონი მოქალაქე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა - პოლონეთის საელჩო გამოეხმაურა ხატს სტალინის გამოსახულებით