ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ხელს შეუშლიან "ფერადი რევოლუციისთვის" ნიადაგის შექმნას

ფოტო არქივიდან: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტიის შენობა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი აბესალომ კვარჩია ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე თბილისისა და ვაშინტონის რეაქციას გამოეხმაურა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „USAID-ისა და UNDP-ის მექანიზმებით“, ისევე როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ოფისები „აფინანსებდნენ კამპანიებს“ აფხაზეთში, „რომელთა მიზანიც საინფორმაციო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირობების შექმნა იყო რატიფიკაციის ჩასაშლელად, სააზოგადოებაში ქაოსის ჩასასახად და აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმიფოთაშორისი და სულიერ-ზნეობრივი კარშირების მოსაშლელად“, - ნათქვაიმია კვარჩიას განცხადებაში, რომლის თანახმად „აღნიშნული მცდელობები სრულებით ჩაიშალა“.

„უპერსპექტივოა კოლექტიური დასავლეთისა“ და საქართველოს სტრატეგია, რომელსაც არქმევენ „ჩართულობას აღიარების გარეშე“. ჩვენ არ დავუშვებთ მის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა მან.

კვარჩიას თქმით „რუსეთ- აფხაზეთის ძმური კავშირი არ დაექვემდებარება დასავლელი არასამთავრობო ორგანიზაციების მანიპულაციებსა და რევიზიას“.

ასევე ნახეთ არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს“ - არასამთავრობოები

„ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ჩვენს სევერენულ ინტერესებთან იქნება ჰარმონიზებული, ის რუსეთის ფედერაციასთან უალტერნავიტო კავშირში მდგომარეობს. და ნებისმიერი მცდელობა მანიპულირებისა და „ფერადი რევოლუციისთვის“ პირობების შესაქმნელად იქნება აღკვეთილი სუვერენული აფხაზეთის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სოხუმი ვაშინგტონს მოიწოდებს „კონცენტრირდეს ქართული მხარის დარწმუნებაზე აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე“.

„ჩვენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა სახელმწიფოებრიობის ათასწლოვანი ისტორიით, სუვერენულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მათ, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების დანგრევა შეიძლება გაცნობებთ, რომ არაფერი გამოგივათ!“ - მან თქვა.

ასევე ნახეთ არძინბა "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას ემხრობა. მან ცოტა ხნის წინ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერთიფიკატების გაცემა. გარდა ამისა, აკრძალა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტები. USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტს რუსეთსტვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო ააგრაკის გასაცემის შესახებ.

ასევე ნახეთ რუსეთმა ბიჭვინთა წაიღო - ანექსიის პირველი ფაქტი თბილისისთვის, შავი დღე აფხაზებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მორიგი უკანონო ქმედება და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ასევე ნახეთ "ომს არ ვაცხადებთ" - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას თბილისში კომენტარი, მოსკოვში კმაყოფილება მოჰყვა