რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს იტალიელ ავტორ იტალო სვევოს რომანზე „ძენოს აღსარება“ („ძენოს თვითშემეცნება“, La coscienza di Zeno), რომელიც ზუსტად ასი წლის წინ, 1923 წელს გამოქვეყნდა ბოლონიაში.
იგნის წინასიტყვაობაში ე.წ. ფსიქოანალიტიკოსი, ექიმი ს. გვარწმუნებს, რომ მას „შურის საძიებლად“ განზრახული აქვს გამოაქვეყნოს თავისი ერთ-ერთ პაციენტის, ძენო კოზინის, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, რადგან ამ უკანასკნელმა მკურნალობა მიატოვა.
ეს ჩანაწერები, რომლებიც ეხება თამბაქოს მოწევას, მამის სიკვდილს, პაციენტის ქორწინების ისტორიას, ცოლსა და საყვარელს, ერთი სავაჭრო ამხანაგობის ისტორიასა და ფსიქოანალიზს, წარმოადგენს რომანის შინაარსს. ძენო, მდიდარი ოჯახის შვილი, უსაქმურია, მამასთან აქვს კონფლიქტი, რაც მთელ მის ცხოვრებაზე აისახება. მუდმივად განიცდის თავის „მოუხერხებლობას“ და ჰგონია, რომ ავადაა. სინამდვილეში, მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ ავად ის კი არაა, ავად ის საზოგადოებაა, რომელშიც ცხოვრობს.