Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტონი მორისონი, საყვარელი


„წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს 1988 წლის პულიცერის პრემიის ლაურეატსა და ნობელის პრემიის პირველ აფროამერიკელ ქალ ლაურეატზე (1993), ტონი მორისონსა და მის რომანზე „საყვარელი“ (Beloved).

ტონი მორისონის ლიტერატურული კარიერა დაიწყო რომანით „ყველაზე ცისფერი თვალი“ („The bluest eye“, 1970), სადაც მოთხრობილია ცისფერ თვალებზე მეოცნებე ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას მძიმე ბედზე. ამერიკული მაგიური რეალიზმის ტრადიციები გამოიხატა რომანებში „ფისის კაცუნა“ („Tar baby“, 1981), „სიყვარული“ („Love“, 2003), „სიბრალული“ („A mercy“, 2008). სამი რომანის ციკლი – „საყვარელი“ („Beloved“, 1987), „ჯაზი“ („Jazz“, 1992), „სამოთხე“ („Paradise“, 1998) –თანამიმდევრულად აღწერს აფროამერიკელების ისტორიის მთავარ ეტაპებს: მონობის ეპოქას, სამოქალაქო ომს, სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის პერიოდს.

ფოლკლორისა და მითოლოგიის ელემენტები, ტრაგიკული და კომიკური ტონები, ფანტასტიკისა და რეალობის მუდმივი შერევა ტონი მორისონის შემოქმედების მთავარი მახასიათებლებია.

XS
SM
MD
LG