„წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიის წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ საუბარს დიდ ინგლისელ მწერალ ქალზე, რომელიც კაცის ფსევდონიმს ამოეფარა - ჯორჯ ელიოტზე.
ელიოტი შვიდი რომანის ავტორია, მათ შორისაა: „ადამ ბედე“ (1859), „წისქვილი ფლოსზე“ (1860), „სილას მარნერი“ (1861), „მიდლმარჩი“ (1871–72), და „დანიელ დერონდა“ (1876). მათგან უმეტესში მოვლენები ვითარდება ინგლისის პროვინციაში. მისი ნაწარმოებები გამორჩეულია რეალიზმითა და ფსიქოლოგიური სიღრმით. ელიოტის „მიდლმარჩს“ თანამედროვე ინგლისური მწერლობის სიამაყემ, ჯულიან ბარნსმა, ინგლისურენოვანი ლიტერატურის უდიდესი რომანი უწოდა…
როგორ იკარგება ენთუზიაზმი, როგორ ცვდება სიკეთე, როგორ ახრჩობს პროვინციალიზმი უდიდეს წამოწყებებს – ყველაფერ ამაზე და კიდევ უამრავ რამეზე წერს ელიოტი