ეგვიპტიდან ღაზაში შევიდა საწვავით დატვირთული პირველი მანქანა

ღაზის სექტორის ჩრდილოეთი, ბრძოლების შედეგად დანგრეული შენობები. (საილუსტრაციო ფოტო) 15 ნოემბერი, 2023 წ.

ღაზის მმართველ, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ "ჰამასთან" ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის მიერ ალყაშემორტყმულ ანკლავში 15 ნოემბერს ეგვიპტიდან შევიდა პირველი სატვირთო მანქანა, რომელმაც საწვავი ჩაიტანა - იუწყებიან წყაროები ეგვიპტის უსაფრთხოების სტრუქტურებიდან.

თვითმხილველთა თქმით, რაფის სასაზღვრო პუნქტთან გაჩერებული იყო კიდევ ორი სატვირთო მანქანა და ღაზაში გადასვლას ელოდებოდა.

ეგვიპტიდან ღაზაში 21 ოქტომბრის შემდეგ შეზღუდული რაოდენობით შედის ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ ისრაელი ამ დრომდე ნებას არ რთავდა საწვავის შეტანაზე.

ასევე ნახეთ ღაზის სექტორის ჩრდილოეთი მოსახლეობისგან იცლება, სამხრეთში მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი
ასევე ნახეთ ბრაზი, შოკი და მცირე იმედი. „ჰამასთან“ ომი არაბული სამყაროს თვალით