„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა მოწოდებებს მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ და დაწერა: „სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით“.
ნიკა მელია წერს, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის ბრმა შესრულება „მისი გზა არ არის“ და „მით უმეტეს არ მიიღებს ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა“.
ნიკა მელია აკონკრეტებს, თუ ვის გულისხმობს „უცნაური ტრაექტორიის“ მქონე პოლიტიკოსებში და წერს: „მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო...ბნელ მხარეს გადავიდაო“.
ასევე ნახეთ "უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება" - მელია ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ის მენეჯმენტის შეხვედრაზე3 ნოემბერს პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა. გარეთ – კი ბატონო, გადით, შექმენით რაღაც ახალი“.
ასევე ნახეთ სააკაშვილის თქმით, ენმ-ის პარტიულ სიაში აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ადამიანები, რომლებიც დეპუტატები არ ყოფილან„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებაში სწორედ ნიკა მელიას გულისხმობდა