Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თქმით, ენმ-ის პარტიულ სიაში აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ადამიანები, რომლებიც დეპუტატები არ ყოფილან


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე დეპუტატები არ ყოფილან.

„მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს,

მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისი სახელით გამოქვეყნდა ფეისბუკის გვერდზე.

ექსპრეზიდენტის წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა 2024 წლის არჩევნებს ეხება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

XS
SM
MD
LG