საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას ახსნა მის მიერ მაისში გაკეთებული განცხადება. კერძოდ, ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში მაშინ მან თქვა, რომ "ლიბერალიზმი... პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა".
ასევე ნახეთ თავდაცვის მინისტრი: ლიბერალიზმი პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი სუვერენიტეტისთვის"ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერს და სახელმწიფოს და მე ამ საკითხისადმი ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები, და არგუმენტიც მოვიყვანე ამის. მერე სხვანაირად გამოიყენეთ, სამწუხაროდ ... და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ გააუარესებს, ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი. ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ აღნიშნული არატრადიციული ქორწინების მიმართ [გვქონდეს] ლიბერალური დამოკიდებულება, თორემ, ზოგადად, მე თვითონ ლიბერალი ვარ, ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ და ამაზე ლიბერალურად როგორ გამომეხატა ეს საკითხი, მე არ ვიცი. ჩვენი დემოგრაფია, თუ ნახავთ და თუ დაინტერესებულხართ, 2050 წელს და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას, იცით თქვენ, როგორიც არის პროგრესი. არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის ფუფუნება, რომ ამას ხელი შევუწყოთ ნეგატიურ ასპექტში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში შეთქმულების თეორია გაავრცელა. კიდევ რა თქვა პრემიერმა
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: თქვეს ანტი-LGBT ფრაზები გამოიყენაო... ასეთები ვართ, ასეთი საქართველო გვინდა
11 მაისს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ჯუანშერ ბურჭულაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც აკრიტიკებდნენ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (Conservative Political Action Coalition) სიტყვით გამოსვლის გამო.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი მონაწილეობს კონფერენციაში, რომელიც ლიბერალებს კოშმარის მოწყობას ჰპირდება"ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში. ამის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" "ევროპელი სოციალისტების პარტია" დატოვა.
დემოგრაფიული და რეპროდუქციული საკითხების დაკავშირება ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების კონტექსტში, კონსერვატიულ წრეებში ფართოდ გავრცელებული მეთოდია. მათი მოწინააღმდეგეების არგუმენტით, ქორწინება არ ნიშნავს მაინცდამაინც ბავშვის გაჩენას. მეორეც, ერთნაირი სქესის მქონე წყვილებშიც შეიძლება რეპროდუქციული მიზნის მიღწევა.