შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგანი საქართველოშია

რობინ დანიგანი

საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგანი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა დანიგანის დანიშვნას.

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგანის ჩამოსვლას საქართველოში", - ეს ცნობა დღეს, 12 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგანი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. მანამდე - ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა დროს, რობინ დანიგანი მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

ასევე ნახეთ "რუსეთი აწარმოებს მავნე საქმიანობას საქართველოში" - აშშ-ის ელჩობის კანდიდატი პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ

რობინ დანიგანმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შეცვალა წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.

ბოლო პერიოდში დეგნანს ხშირად აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური საკითხისადმი ელჩის დამოკიდებულების გამო.

ასევე ნახეთ ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს: თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით
ასევე ნახეთ ელჩის საქმე არაა შეკვეთა... თუ დაჭერაა, ჯერ რიგი მარტის აქციის მოძალადეებს უწევთ - კობახიძე დეგნანს