აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და განუცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი.
ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ისრაელს გამარჯვებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამხედრო ოპერაციის ჩატარება.
ასევე ნახეთ მსოფლიოს ლიდერები ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ეხმაურებიანმანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების საზარელ თავდასხმებს ისრაელზე“.
„ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობასა და ხალხს და თანავუგრძნობთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულ ისრაელელებს“, - დაწერა მან თავის ოფიციალურ გვერდზე ტვიტერში.
ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მჭიდრო კონტაქტში დარჩება ისრაელელ პარტნიორებთან.
ასევე ნახეთ "ომში ვართ" - ისრაელის პრემიერ-მინისტრი