აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მოიწვია ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დიალოგისთვის რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს ამბობდნენ". ადმინისტრაციის განცხადებაში გამოთქმულია ევლახში, აზერბაიჯანში, სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნა.
მაგრამ ბაქოს პირობა „ანტიტერორისტული ზომების“ შეწყვეტისთვის არის მოწინააღმდეგის დანებება, მის მიერ იარაღის დაყრა და უკანონო რეჟიმის თვითდაშლა.
განცხადებაში წერია, რომ სხვა შემთხვევაში „ანტიტერორისტული ოპერაცია გაგრძელდება ბოლომდე“.
ასევე ნახეთ ბაქო იტყობინება, რომ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს ასევე ნახეთ ფაშინიანი: ბაქომ დაიწყო "სახმელეთო ოპერაცია სომხების ეთნიკური წმენდისთვის"