Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო იტყობინება, რომ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს


Reuters-ი იტყობინება, რომ 19 სექტემბერს ერთი სამოქალაქო პირია მოკლული აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ შუშაზე თავდასხმის დროს.

ქალაქზე, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიაზეა, სომხური ძალების კონტროლქვეშ მყოფი ნაწილის განაპირას, თავდასხმა მოხდა მძიმე შეიარაღების საშუალებით, აღნიშნავს აზერბაიჯანის პროკურატურა.

აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს დაიწყო სამხედრო ოპერაცია რეგიონში და განაცხადა, რომ სურს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა თავის ტერიტორიაზე.

სომხეთი უარყოფს, რომ იმ არეალში ჯარი ჰყავს.

მთიანი ყარაბაღი უპირატესად სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ათწლეულების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებაა ამ რეგიონის გამო.

19 სექტემბერს დაწყებულ ქმედებას აზერბაიჯანმა უწოდა "ანტიტერორისტული." სომხეთის მთავრობის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მთიანი ყარაბაღის ვითარება განიხილეს და დეესკალაციის შესახებ განაცხადეს.

ევროკავშირმა დაგმო სამხედრო ესკალაცია ყარაბაღში და აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტოს ამჟამინდელი სამხედრო მოქმედებები.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია პირობა, რომ მთიანი ყარაბაღის გამო არ მიმართავდა სამხედრო ქმედებას. მან მოუწოდა ბაქოს, შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

XS
SM
MD
LG