საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას 80 დეპუტატის ხელმოწერა აქვს. დღეს, 11 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად.
მასალა არქივიდან რაც არ უნდა ეცადოთ, ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, მიჩივლოთ... ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით - ზურაბიშვილი "ოცნებას""პარლამენტის მიერ შესაბამისი ქმედებები იქნა გაწეული და დადგინდა ყველა ხელმომწერის ნამდვილობა უშუალო კომუნიკაციით. გამომდინარე აქედან, ჩვენც შესაბამის დასკვნას მოვამზადებთ", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ... ჩემი იმედი გქონდეთდღევანდელი მოცემულობით, საპარლამენტო უმრავლესობას 80-ზე მეტი მანდატი აქვს, თუმცა "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშნული ქეთევან დუმბაძის უფლებამონაცვლისთვის პარლამენტს ლეგიტიმაცია ჯერ არ მიუნიჭებია, დავით სერგეენკო კი საპარლამენტო საქმიანობაში აღარ არის ჩართული მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ (პირველი მოსმენით) მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს.
ასევე ნახეთ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივას„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.
მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის დედაქალაქებში.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.