ერევანსა და მოსკოვში მიმდინარე მოვლენები და განცხადებები სტრატეგიულ მოკავშირეებად მიჩნეულ ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტო კრიზისის ლოგიკურ ჯაჭვად იკვრება. განსხვავებების არსს და ნამდვილად ცვლის თუ არა სომხეთი თავის ტრადიციულ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს, განვიხილავთ კვირის სტუმართან, ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელთან, ბორის ნავასარდიანთან.
– თითქოს ბევრი რამ მეტყველებს იმას, რომ სომხეთი, როგორც ჩანს, დასავლეთისკენ მიისწრაფვის: ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წვრთნის შესახებ განცხადება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ვიზიტი პირველი ქალბატონების და ბატონების სამიტზე კიევში და ა.შ. ეს ყველაფერი მართლაც ერთიანი პაკეტია, რომელიც ერთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს?
ასევე ნახეთ ფაშინიანი „სტრატეგიულ შეცდომად“ აფასებს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას - და მისი ცოლი კიევში მიემგზავრება- გააჩნია, რას ვგულისხმებთ. თუ ვსაუბრობთ წვრთნაზე, რა თქმა უნდა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ის დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და არავითარი კავშირი არა აქვს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ კონკრეტულ ვითარებასთან. რაც შეეხება პირველი ლედის ვიზიტს კიევში, - და, როგორც ზოგიერთი წყარო იუწყება, მას თან მიაქვს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება (ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთი უკრაინას ოფიციალურ ან ნახევრად ოფიციალურ დონეზე უწევს ასეთ დახმარებას), - ეს, რა თქმა უნდა, მიბმულია არსებულ ვითარებასთან და ეს არის გარკვეული ჟესტი დასავლეთის მიმართ, ვინაიდან სულ რამდენიმე დღის წინ კიევში ამ ღონისძიების ვებსაიტზე არ იყო არავითარი ინფორმაცია ანა ჰაკობიანის მონაწილეობის შესახებ. ანუ ეს გადაწყვეტილება, წვრთნისგან განსხვავებით, ბოლო დღეებში მიიღეს და ის პირდაპირ კავშირშია იმ განცხადებებთან, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ La Republica-სთან ინტერვიუში გააკეთა.
თუ ადრე სომხეთი განიხილებოდა რესურსად, რომელიც საჭიროებდა გაძლიერებას, ახლა ეს არის რესურსი, რომლის უკვე დახარჯვასაც აქვს აზრი. და ამ რესურსის ხარჯვით, რუსეთი, ბუნებრივია, ასუსტებს რეგიონში სომხეთის პოზიციებს
მაგრამ მინდა ამას სერიოზული კუთხით შევხედო - არა წმინდად მედიაში ატეხილი ხმაურის პოზიციიდან, არამედ რა ხდება სინამდვილეში, სიღრმისეულად. ვფიქრობ, ნიკოლ ფაშინიანმა უკვე დიდი ხანია გააცნობიერა, რომ მის ქცევაზე და მის განცხადებებზე არანაირად არ არის დამოკიდებული სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები. ისინი, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე ამ რეგიონში და ეს ინტერესები, უპირველეს ყოვლისა, კავშირშია აზერბაიჯანთან და თურქეთთან სხვადასხვა სახის პარტნიორობის გაძლიერებასთან. და ეს გარემოება, ბუნებრივია, ცვლის - და უკვე დიდი ხანია, მე ვიტყოდი, ათი წელი მაინც ცვლიდა - რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობების სტატუსს. თუ ადრე სომხეთი განიხილებოდა რესურსად, რომელიც საჭიროებდა გაძლიერებას (პირველ რიგში, 90-იან წლებს ვგულისხმობ), ახლა ეს არის რესურსი, რომლის უკვე დახარჯვასაც აქვს აზრი. და ამ რესურსის ხარჯვით, რუსეთი, ბუნებრივია, ასუსტებს რეგიონში სომხეთის პოზიციებს და ამას ვუკავშირებ ძალიან ბევრ გამოწვევას ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების პერსპექტივისთვის.
- ივნისში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ ისურვებდა, რომ მსოფლიოში სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირედ განიხილებოდეს. ეს თუ იყო კიდეც სიგნალი, ის არ იყო ძალიან მკაფიო. ახლა ის მართლა კვეთს წითელ ხაზებს კიევში ღონისძიებაზე ცოლის გაგზავნით? თუ ეს იმისთვის კეთდება, რომ ასეთად იყოს აღქმული?
ასევე ნახეთ რუსეთი ყარაბაღის კრიზისში ფაშინიანს ადანაშაულებს- თუ შევისწავლით ნიკოლ ფაშინიანის ქცევას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ვნახავთ მკვეთრ ცვლილებებს და შემობრუნებებს, ფაქტობრივად, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში. და ეს მონაცვლეობა ნაკარნახევია კონკრეტული გარემოებებით. დღეს, როგორც მესმის, სომხეთისთვის მუქარა საკმაოდ ძლიერია მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების კონტექსტში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების კონტექსტში და არ არსებობს სერიოზული მოლოდინი, რომ რუსეთი ამ საკითხებში გვერდში დაუდგება თავის სტრატეგიულ მოკავშირეს. სწორედ ამიტომ ფაშინიანი, იმაზე ფიქრის გარეშე, რომ რუსეთთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს, ცდილობს სხვა პარტნიორები გამონახოს აქტუალური ამოცანის გადასაჭრელად.
ის ფაქტი, რომ ეს პარტნიორები ძალიან არ ჩქარობენ სომხეთის დახმარებას, აშკარაა და ფრანგი ოფიციალური პირების მხრიდან ზოგიერთი სიმბოლური ჟესტი ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს ცვლის.
ის ფაქტი, რომ ეს პარტნიორები ძალიან არ ჩქარობენ სომხეთის დახმარებას, აშკარაა და ფრანგი ოფიციალური პირების მხრიდან ზოგიერთი სიმბოლური ჟესტი ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს ცვლის. მაგრამ თუ არაფერს აყენებ ზიანს და ცდილობ, როგორმე გამონახო ახალი შანსი, რატომაც არა? ზუსტად ამ ლოგიკაში განვიხილავდი იმას, რაც დღეს ხდება სომხეთის ხელმძღვანელობისა და პირველი ლედის დონეზე.
- ბორის, საკმაოდ რთულ კითხვას დაგისვამთ, უნდა გთხოვოთ, თავი წარმოიდგინოთ ნიკოლ ფაშინიანის ადგილას. თქვენ ისაუბრეთ მისი პოლიტიკური ბედის ზიგზაგებზე და მე მახსოვს, რომ 10-15 წლის წინ ის მართლაც ჰგავდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო დასავლეთთან დაახლოების ხაზის ფორმულირება. ეს ნამდვილად შეესაბამება მის იმდროინდელ გაგებას. შემდეგ მან უკან დაიხია პრემიერობის დასაწყისში, მაგრამ ახლა თითქოს ამას უბრუნდება. შეგვიძლია მის მიდგომაში როგორღაც დავაკავშიროთ სუბიექტური და ობიექტური - ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მაინც მისთვის ახლობელი პოზიციაა, თუ ეს საკმაოდ წამიერი მონაბერია?
ასევე ნახეთ ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებები - მარტივად- თქვენ გამოთქვით მოსაზრება, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია სომხეთის ფარგლებს გარეთ, შესაძლოა, თავად სომხეთის ზოგიერთ წრეშიც, რომ ნიკოლ ფაშინიანი დიდი ხანია არის ახალგაზრდა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მზად არის, შეცვალოს სომხეთის გეოპოლიტიკური კურსი. მე ის ასეთად არასოდეს მიმაჩნდა, არც
რუსეთი მაინც მიჰყვება იმ სტრატეგიულ კურსს, რომელიც თავისთვის ჩამოაყალიბა და ამ კურსის რეალიზაცია პირველ რიგში დამოკიდებულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან მის ურთიერთობაზე.
ხელისუფლებაში მოსვლამდე და არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
შემიძლია გავიხსენო უამრავი გამონათქვამი, სადაც ის უკიდურესად დამამცირებლად საუბრობდა დასავლურ დემოკრატიაზე და დასავლურ საერთაშორისო ინსტიტუტებზე. ასე რომ, ვიტყოდი, რომ თქვენ მიერ ნახსენები ზიგზაგები მის პოლიტიკურ ორიენტაციებში 2018 წლამდეც იყო. და, შეიძლება მთავარი არგუმენტი, რასაც მე მოვიყვანდი ჩემი წარმოდგენის სასარგებლოდ, არის ის, რომ ერთ დროს მან განაცხადა, რომ ყველა სახის „იზმმა“ (და ამაში მე გეოპოლიტიკური ორიენტაციები მესმის) დაკარგა აქტუალობა თანამედროვე პოლიტიკაში. ანუ ამით მან მიანიშნა, რომ მხოლოდ სიტუაციით იხელმძღვანელებდა. ამ პოლიტიკურ პოზიციას შეიძლება ეწოდოს ოპორტუნიზმი, მაგრამ სწორედ ამგვარად ვახასიათებ დღეს სომხეთის საგარეო პოლიტიკას. ვინაიდან ბოლო წლებში რუსეთისგან ასეთი უსიამოვნო სიურპრიზები ბევრად მეტი იყო, ვიდრე დასავლეთისგან, მან უფრო მეტი მიიღო სხვადასხვა სახის განცხადებებისა და კრიტიკის თვალსაზრისით.
- რა უსიამოვნო სიურპრიზები? კაცმა თქვას, ფაშინიანმა ხომ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორად თქვა La Republica-სთან ინტერვიუში, რომ უსაფრთხოების საკითხში რუსეთზე ფსონის დადება არასწორი იყო. ეს ხომ მაშინ მართლაც არ ამართლებდა და ეს, ჩემი აზრით, მაშინდელი ხელისუფლების ერთგვარი ხრიკი იყო - გამოეცხადებინათ წითელი ხაზები, რომელთა გადალახვაც არ შეუძლია სომხეთს რუსეთთან ურთიერთობაში. ამ თვალსაზრისით განა რთული არ არის ფაშინიანის საყვედური ან მასთან დავა?
- დიახ, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით მან თქვა ის, რასაც მართლაც ფიქრობს და რაც მართლაც ასახავს დღევანდელ რეალობას... როდესაც სომხეთი ცდილობს რუსეთისთვის რაღაც რევერანსების გაკეთებას ან რაღაც წითელი ხაზების მოხაზვას, რომლებზე გადაბიჯებაც არ შეუძლია, ეს სულაც არ უწყობს ხელს რუსეთის, როგორც სომხეთის სტრატეგიული მოკავშირის სტატუსის განმტკიცებას. ანუ რუსეთი მაინც მიჰყვება იმ სტრატეგიულ კურსს, რომელიც თავისთვის ჩამოაყალიბა და ამ კურსის რეალიზაცია პირველ რიგში დამოკიდებულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან მის ურთიერთობაზე.
ასევე ნახეთ მიკაელ ზოლიანი ყარაბაღზე: თუკი იქ აღარ იქნებიან სომხები, საკითხიც აღარ იარსებებს- როდესაც ვლაპარაკობთ გავრცელებულ თეზისზე, რომ სომხეთი დასავლეთისკენ მიდის და რუსეთი სჯის მას, ჩნდება მსჯელობის საბაბი: საერთოდ რას ნიშნავს სომხეთის დასავლეთისკენ წასვლა მოცემულ სიტუაციაში? რას შეიძლება ეს ნიშნავდეს და რეალურად რისი გაკეთება შეუძლია ფაშინიანს ამ მხრივ?
- ვფიქრობ, აქ ძალიან ცოტა რეალური წინაპირობაა, რადგან სადმე რომ წახვიდე, ამ მიმართულებით გზა უნდა არსებობდეს. ეს გზა არ არის გავლებული, მარშრუტები არანაირად არ არის მონიშნული და ის გარემოება, რომ დღეს საქართველო საკმაოდ ბუნდოვნად იქცევა ჩვენს რეგიონში დასავლეთისა და რუსეთის ყოფნასთან დაკავშირებულ საკითხებში, იმაზე მეტყველებს, რომ არც სომხეთს აქვს დიდი შანსები.
დღეს ძალიან ძნელია მარტოდმარტო და, მით უმეტეს, დასავლეთზე გასვლისთვის აუცილებელი საშუალებების გარეშე იმის იმედის ქონა, რომ რაღაც აქტიური შემხვედრი მოქმედებები იქნება წამყვანი დასავლური ძალების, ან ევროკავშირის, ან სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დღეს დასავლეთის გეოპოლიტიკურ კურსს ახორციელებენ. და ამიტომ, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები, ალბათ, სასოწარკვეთის რაღაც ჟესტის გამოვლინებაა, რაღაც სასწაულის იმედი. ისე, სასწაულები ხდება ხოლმე და კერძოდ მე თავის დროზე ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლას სასწაულად მივიჩნევ. შესაძლოა, მან იცის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით.
ასევე ნახეთ რა ჩამოიტანა და რა წაიღო ჟოზეპ ბორელმა საქართველოდან- მაგრამ საქართველომ მაინც საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისთვის, რათა დასავლეთში სერიოზულად აღიქვამდნენ მის სწრაფვას დასავლეთისკენ და ის, რაც ახლა ხდება, მაინც აღიქმება, როგორც მიღწეულიდან ერთგვარი უკანდახევა. სომხეთს რისი გაკეთება შეუძლია ინსტიტუციურად?
დრო დაიკარგა, არაფერი გაკეთებულა და ვფიქრობ, დასავლელი პარტნიორები თანდათან დაიღალნენ სომხეთის მხრიდან რაიმე კონკრეტული ქმედებების მოლოდინით
- ვფიქრობ, ახლა ძალიან ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ასეთი შანსები, რა თქმა უნდა, არსებობდა 2018 წელს, როდესაც სომხეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდა, როდესაც ნიკოლ ფაშინიანს ბოლოს და ბოლოს შეეძლო, დაეყენებინა საკითხი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში დაბრუნების შესახებ. ვფიქრობ, მაშინ ამას დასავლეთში ინტერესით მიიღებდნენ... მაგრამ დრო დაიკარგა, არაფერი გაკეთებულა და ვფიქრობ, დასავლელი პარტნიორები თანდათან დაიღალნენ სომხეთის მხრიდან რაიმე კონკრეტული ქმედებების მოლოდინით - როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე შიდა რეფორმების სფეროში.
- თუკი კიევში პირველი ლედის მივლინება არის სიგნალი დასავლეთისთვის, რომ ერევანი მზად არის საკუთარი პოზიციონირება შეცვალოს უკრაინის ისტორიაში, მაშინ შეიძლება თუ არა მისი აღქმა დასავლეთში და როგორ?
- ვფიქრობ, აღქმულ იქნება, მაგრამ კონკრეტული ქმედებების დონეზე ჯერ ნაადრევია რაიმე ნაბიჯის მოლოდინი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ უნდა მოხდეს ჩვენს რეგიონში და აქ, როგორც ვხედავთ, დინამიკა საკმაოდ ინტენსიურია. ბევრი რამ, ბუნებრივია, დამოკიდებული იქნება რუსეთსა და თურქეთს შორის შემდგომ ურთიერთობებზე, რადგან თუკი შენარჩუნებულ იქნება ანკარისა და მოსკოვის პოზიციები, რომ ამ რეგიონში დასავლეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან და ისინი აქტიურად იურთიერთებენ ამ სფეროში, მაშინ, ვფიქრობ, დასავლეთიდან არავინ შეეცდება მათ გამოწვევას.
– საკმაოდ ორაზროვნად ჟღერს ფაშინიანის განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა ერთ მშვენიერ დილას დატოვოს სამხრეთი კავკასია – ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც რუსეთისგან თავის დაღწევის სურვილი და, მეორე მხრივ, როგორც ჩივილი, რომ რუსეთმა შესაძლოა სომხეთი რთულ დროს მიატოვოს. აქ რა ჭარბობს?
ასევე ნახეთ კონტროლი ლაჩინის გზაზე, კონტროლი ყარაბაღზე - დაძაბულობის ახალი ფაზა ბაქოსა და ერევანს შორის- ვფიქრობ, რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს უფრო ჩივილია, ვიდრე წინასწარმეტყველება, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას უკრაინის ომზე აქვს ყურადღება გადატანილი, ჩვენ ვხედავთ რუსეთის საკმაოდ აქტიურ მოქმედებებს თავისი ყოფნის გასაძლიერებლად და იმ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად, რომლებიც არაერთხელ ვახსენე - ესენი არიან აზერბაიჯანი და თურქეთი. ანუ, დღევანდელ სიტუაციაში, რომელიც, რა თქმა უნდა, დინამიკის გამო ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, მე უფრო მეტად ვხედავ რუსეთის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ირანის გარკვეული მონაწილეობით, რათა სწორედ ეს რეგიონული ძალები აკონტროლებდნენ სიტუაციას აქ და, კერძოდ, სომხეთში. კონტროლის რა მოდელები იქნება გამოყენებული კონკრეტულად სომხეთზე? ვფიქრობ, ეს ცალკე, საკმაოდ რთული თემაა განსახილველად.
- სომხეთისთვის რა რისკებს შეიცავს ფაშინიანის კონფლიქტი მოსკოვთან? რა არის ერევნისთვის ის უსიამოვნო რამ, რაც მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია, რა შეიძლება მან გააკეთოს?
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებისა და ქცევის გამო არ შეიცვლება რეგიონში რუსეთის ქმედებები.
- ჩვენი საუბრის დასაწყისში უკვე მივანიშნე, რომ ეს არანაირ რისკს არ შეიცავს. ანუ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებისა და ქცევის გამო არ შეიცვლება რეგიონში რუსეთის ქმედებები. მოსკოვს დითირამბებს უმღერებს თუ გამუდმებით იწუწუნებს, ამით ის გეგმები, რომლებსაც მოსკოვი ამ რეგიონში ახორციელებს, არ შეიცვლება. როგორც უკვე აღვნიშნე, ვფიქრობ, ნიკოლ ფაშინიანი აცნობიერებს ამას, ამიტომაც გაბედა გაზეთ La Republica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განცხადებების გაკეთება და ცოლის გაგზავნა კიევში.
– ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი წინასაარჩევნო შიდაპოლიტიკური ღონისძიებების კომპლექსად შეგვიძლია მივიჩნიოთ?
- რა თქმა უნდა, ეს ასეა. ვინაიდან ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებში, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართება, საკმაოდ აქტიურად ჟღერს სომხეთის იმ ყოფილი ლიდერების ხელისუფლებაში მოსვლის თემა, რომლებიც მზად არიან მიჰყიდონ ქვეყანა მოსკოვს და ა.შ. და ამ კონტექსტში, დიახ, შესაძლებელია განხილულ იქნეს ნიკოლ ფაშინიანის ბოლო ქმედებები და განცხადებებიც. ის ცდილობს გაამყაროს თავისი თანამემამულეების შიშები და ფობიები, კერძოდ, იმათი, ვინც ერევანში მივა საარჩევნო ურნებთან. შიშები, რომ მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს და მის პოლიტიკურ ძალას, ყოველმხრივ უნდა ჩავებღაუჭოთ, თუ არ გვინდა უარესის მიღება.
– რამდენად პოპულარულია ასეთი პროდასავლური ან კვაზიპროდასავლური განწყობები ამომრჩეველთა იმ ნაწილში, რომლის იმედიც აქვს ფაშინიანს?
ჩვენს რეგიონში რუსეთის შემდგომი ქცევა და გავლენის გამყარება დამატებით საფრთხეებს შეიცავს.
– ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოების საკითხებთან... ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური სიმპათიის დონეზე რომ ყოფილიყო, ალბათ აზრი ექნებოდა იმის თქმას, რომ ეს არის რაღაც მცდარი საარჩევნო ტაქტიკა. მაგრამ სწორედ უსაფრთხოების მუქარების გათვალისწინებით, რომლებიც, ჩემი აზრით, გასული წლის სექტემბრიდან მატულობს და რომლებიც დღეს მოიცავს რუსეთის როგორც მოქმედი პირის კომპონენტსაც, ისინი მუშაობენ. ანუ დღეს, ჩემი აზრით, სომხეთში ამომრჩეველთა საკმარის რაოდენობას აქვს წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ჩვენს რეგიონში რუსეთის შემდგომი ქცევა და გავლენის გამყარება დამატებით საფრთხეებს შეიცავს.