რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას მოსკოვიდან ჩრდილოეთით, 23 აგვისტოს.
კომიტეტი 27 აგვისტოს აცხადებს, რომ ამოცნობილია კატასტროფის მსხვერპლთა 10-ვე ცხედარი და მათი იდენტობა "ადასტურებს რეისის სიას".
რუსეთის შესაბამისი უწყებები მანამდე ამბობდნენ, რომ პრიგოჟინი და "ვაგნერის" საველე მეთაური, დმიტრი უტკინი იყვნენ მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრთა სიაში.
თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს თვითმფრინავის ჩამოვარდნას "ტრაგიკული" უწოდა და თქვა, რომ "აბსოლუტური სიცრუეა" ვარაუდები კატასტროფის განზრახ გამოწვევის თაობაზე.
მიმდინარე წლის 23-24 ივნისს 62 წლის პრიგოჟინი სათავეში ედგა მოკლევადიან ამბოხებას რუსეთის არმიის ლიდერების წინააღმდეგ. მისმა მებრძოლებმა მცირე ხნით დაიკავეს სამხრეთის ქალაქი, დონის როსტოვი და მოსკოვზე მსვლელობა დაიწყეს, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის გადაყენების მოთხოვნებით.
ასევე ნახეთ WSJ: პრიგოჟინი თვითმფრინავის ავარიამდე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდაეს ამბოხება იყო ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შექმნია მისი, ორ ათწლეულზე ხანგრძლივი მმართველობის განმავლობაში.
ასევე ნახეთ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც გასამხედროებულ ჯგუფებს ავალდებულებს დროშის წინაშე ფიცის დადებას