საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი ამბობს, რომ ათენში სამიტის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების საკითხი არ ყოფილა. დეპარტამენტის დირექტორის კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. მასში ახსნილია, რატომ არ იყო საქართველო სამიტში მონაწილე ქვეყნებს შორის.
"სამიტი მიეძღვნა თესალონიკის სამიტის მე-20 წლისთავს. ამ შემთხვევაში ეს ღონისძიება არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ როგორც სტუმრები. ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ [იყო] უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ დაპატიჟებული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა (როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მხარე). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვა, ხშირად არიან ხოლმე ომის თემაზე დაპატიჟებული. ეს გარკვეულწილად პრაქტიკად იქცა", - თქვა მან.
ასევე ნახეთ მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენში21 აგვისტოს ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული სამიტის შემდეგ მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გაგრძელების ფონზე.
"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრებიან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით განისაზღვრება“, - ნათქვამია ათენის სამიტის დეკლარაციაში.
ასევე ნახეთ ათენში გამართულ სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღესევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელის თანდასწრებით, დეკლარაციას ხელი მოაწერეს უკრაინის, საბერძნეთის, სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა.