„მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს თანახმად, სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის - კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
20 აგვისტოს მონაცემებით, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი, საძიებო სამუშაოები კი მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 15.00 საათისთვის მოვარდა.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადიასევე ნახეთ
იფრინეს თუ არა შოვში შსს-ს თერმულმა დრონებმა პირველ კრიტიკულ საათებში?მიატოვა თუ არა განსაცდელში სახელმწიფომ მოქალაქეები შოვში? - რა მუხლებით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიებასტიქიას ვერ აჩერებ, მაგრამ დროს იგებ - როგორია გადარჩენის შანსები უსაფრთხოების გამართული სისტემებით? რა მოესწრება 8-10 წუთში, როცა ღვარცოფი მოდის?როგორ დარჩა საქართველო ადრეული გაფრთხილების სისტემის გარეშე, მიუხედავად არაერთი დაპირებისა