საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ კოლეგის, ირაკლი კობახიძის მსგავსად გამოხატავს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, ვინც 3 აგვისტოს შოვში მეყწრის დროს გმირობა გამოიჩინეს.
"ხშირად ხდება, როცა გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის. ის, რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო... ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც ირაკლიმ გააკეთა.
მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა. რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ", - თქვა სარჯველაძემ.
სამი დღის წინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეჭვქვეშ დააყენა დავით ჯელაძის მონაყოლი ღვარცოფული მასიდან ბავშვთან ერთად გამოსვლაზე, გუშინ კი თქვა, რომ ახალგაზრდა კაცმა "თავის თავს აჯობა":
"მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ - დათო არის გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რაც მას გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დისშვილი გაეყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს გამოვლილი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული..."
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე დათო ჯელაძეზე: გავერკვიე ყველაფერში... სინანული მინდა გამოვხატოშოვში მომხდარი სტიქიიდან მე-11 დღეს ირაკლი კობახიძემ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ 14 აგვისტოს.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან დავით ჯელაძის შესახებაც ილაპარაკა.
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
იმავე დღეს მიხეილ სარჯველაძემ აბსოლუტურად მართებული უწოდა კოლეგის ნათქვამს.
ასევე ნახეთ სარჯველაძე აბსოლუტურად მართებულს უწოდებს კობახიძის ნათქვამს ჯელაძეზემმართველი პარტიის თავმჯდომარის ამ განცხადებას შოვში მეწყერს გადარჩენილი ადამიანების კრიტიკა მოჰყვა.
ასევე ნახეთ "ეს რა თქვი?!" - მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს ასევე ნახეთ "შენ არ განგიცდია ბავშვი ზურგზე გეჯდეს და ეფლობოდე მეწყერში" - მეწყერში მოყოლილი კობახიძეს ასევე ნახეთ "გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - მეწყერში მოყოლილმა კობახიძეს უპასუხაშოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, 6-ს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს:
"არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ. თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება, უბრალოდ", - თქვა მინისტრმა.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი