Black Sea Arena The Killers-ის კონცერტზე: ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ეხმაურება ბენდ The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე დრამერად რუსეთის მოქალაქის აყვანის გამო გამოწვეულ პროტესტს. ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში Black Sea Arena მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით“, - ნათქვამია Black Sea Arena-ს განცხადებაში.

ასევე ნახეთ The Killers: ბოდიშს ვიხდით. არავის შეურაცხყოფა არ გვსურდა

15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე ამერიკულმა მუსიკალურმა ბენდმა, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და ქართველ აუდიტორიას ბოდიში მოუხადა.

15 აგვისტოს შეკვეთილში გამართულ კონცერტზე ბენდის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ასევე ნახეთ The Killers-მა "ბლექ სი არენის" სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა - მსმენელების ნაწილმა დარბაზი დატოვა

საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.