Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Killers: ბოდიშს ვიხდით. არავის შეურაცხყოფა არ გვსურდა


საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამერიკული მუსიკალური ბენდი The Killers-ი განცხადებას ავრცელებს და ქართველ აუდიტორიას ბოდიშს უხდის. განცხადების ფონია 15 აგვისტოს შეკვეთილში გამართულ კონცერტზე რუსი დრამერის აყვანა სცენაზე, რასაც მსმენელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

"კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ არ იყო უარყოფითად განწყობილი ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანის მიმართ. გვესმის, რომ კომენტარი, რომლის შინაარსიც იყო ის, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი "ძმები და დები" არიან, შესაძლოა, არასწორად იქნას გაგებული. ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით", - წერს ჯგუფი The Killers-ი ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.

XS
SM
MD
LG