Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

LOUDspeakers-ი The Killers-ზე: უნდა იცოდე, სად ჩადიხარ!


LOUDspeakers-ი, ქართული მუსიკალური ბენდი, რომელიც დღეს "ბლექ სი არენაზე" The Killers-ის შოუმდე უკრავდა, ფეისბუკზე ეხმიანება სცენაზე რუსი დრამერის აყვანის ფაქტს. ბენდის წევრების თქმით, ისინი გაბრაზებული და იმედგაცრუებული არიან.

"ქილერსის warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ.
უნდა იცოდე სად ჩადიხარ!
რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!" - წერს ბენდი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
დღეს, 15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს, ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს. მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა - ჯგუფი აუდიტორიას სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაემშვიდობა.
რაც შეეხება LOUDspeakers-ს, მათ სცენიდან უკრაინას მშვიდობა და გამარჯვება უსურვეს. სოლისტმა ასევე თქვა, რომ "ევროპა ჩვენი სახლია და ევროკავშირი - ჩვენი მომავალი".
საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.
The Killers-ის კონცერტზე ბილეთების ფასი 100-დან 500 ლარამდე იყო.
XS
SM
MD
LG