მწერალთა სახლში პარლამენტის დეპუტატის ქეთევან დუმბაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ორგანიზაციის სახელით განცხადება ვრცელდება, რომელშიც საუბარია, რომ მიმდინარე პროცესით საფრთხე ექმნება თავისუფალ და უცენზურო მართვას. ეს არის გამოხმაურება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანია გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მოქმედ დირექტორს ნატალია ლომოურს აღარ მისცა საშუალება გაეგრძელებინა მუშაობა.
ასევე ნახეთ მწერლები ქეთი დუმბაძის წინააღმდეგ: „იმათთან მოდიხარ სამუშაოდ, ვისაც აგენტებად აცხადებდი?“"მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების - მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი. მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ", - წერია განცხადებაში, რომელიც მწერალთა სახლის "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად დანიშნა ქეთევან დუმბაძე. დუმბაძე და წულუკიანი პარლამენტში კოლეგები იყვნენ. ქეთევან დუმბაძე ჯერ კიდევ არის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ამავდროულად, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას 4 სექტემბრიდან შეუდგება.
ასევე ნახეთ თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძე დანიშნამწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.
ასევე ნახეთ მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილიმას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.