ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას. ხელმომწერები დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც, მათი შეფასებით, ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. ისინი ქეთევან დუმბაძის დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიან.
„ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.
ასევე ნახეთ ქეთი დუმბაძე ამბობს, რომ მხარი დაუჭირა "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტს და ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა მისი ხმაგანცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია პარტიული კუთვნილების ნიშნით ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელის შერჩევა, როგორიცაა მწერალთა სახლი.
„როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას.
მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- იაკი კაბე
- გვანცა ჯობავა
- ლაშა ბუღაძე
- Რატი მუჯირი
- ნინა სურამელაშვილი
- Რატი ამაღლობელი
- დარეჯან კიკოლიაშვილი
- გია გოკიელი
- გიორგი შონია
- შორენა ლებანიძე
- ბუბა კუდავა
- მაკა კასრაძე
- ნათია გიორგაძე
- ნათია ორმოცაძე
- მაშო სამადაშვილი
- თაკო ლონდარიძე
- ელენე ჯაფარიძე
- თამარ კორკოტაშვილი
- დალილა გოგია
- მანანა მათიაშვილი
- ანი მილაშვილი
- თინა მამულაშვილი
- თეკლა ქველაძე
- თაკო კიკვაძე
- ნატო გორდელაძე
- დათო გორგილაძე
- რუსუდან რუხაძე
- ნატო ალხაზიშვილი
- მაია ბადრიძე
- მაია ცირამუა
- ეკატერინე ტოგონიძე
- ივა ფეზუაშვილი
- შოთა იათაშვილი
- ნატო კვარაცხელია
- ბექა ადამაშვილი
- ინგა ჟღენტი
- ბელა ჩეკურიშვილი
- ლელა კურტანიძე
- მაია კუდავა
- ზვიად კვარაცხელია
- თამთა მელაშვილი
- ბესო სოლომანაშვილი
- ირაკლი სოლომანაშვილი
- მაგდა ნოვაკოვსკა
- კოკა ქამუშაძე
- ნიკოლოზ აგლაძე
- ზურა პაპიაშვილი
- ბათუ დანელია
- თეონა დოლენჯაშვილი
- ნინია ნადირაძე
- ქეთი ქანთარია
- მაია ლიპარტელიანი
- სალომე ბენიძე
- გიორგი ხარაიშვილი
- ირინე ჭოღოშვილი
- მაიკო დანელია
- ლელა კოდალაშვილი
- ია ჯინჭარაძე
- ნინი ელიაშვილი
- სოფიო კუბლაშვილი
- მაკო ჯანჯიბუხაშვილი
- მაია ალუდაური
- მაკა ლდოკონენი
- ზაალ ანდრონიკაშვილი
- გაგა ნახუცრიშვილი
- თორნიკე სიბაშვილი
- ანა კოპალიანი
- თამარ კვიჟინაძე
- ეკა ქევანიშვილი
- ლელა დუმბაძე
- ნიკა ლაშხია
- ლანა კალანდია
- ირაკლი ლომოური
- ხათუნა თავდგირიძე
- სანდრო ნავერიანი
- ნუკა ღამბაშიძე
- ანი ყიასაშვილი
- მარიამ კვიციანი
- ამირან რამიშვილი
- თინათინ ბერიაშვილი
- ტორესა მოსი
- წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”
- ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად დანიშნა ქეთევან დუმბაძე. დუმბაძე და წულუკიანი პარლამენტში კოლეგები იყვნენ. ქეთევან დუმბაძე ჯერ კიდევ არის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ამავდროულად, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას 4 სექტემბრიდან შეუდგება.
მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.