შოვში ეძებენ 13 ადამიანს, დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

შოვი

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. განახლებული ინფორმაცია მედიას მიაწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულები

​"ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგული იყო 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილით განახლებული მონაცემებით, ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი. ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სოფელ გლოლის მოსახლეობას", - თქვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ რიგი მოხალისეობრივი აქტივობის მიზანი ხელისუფლებაზე ნეგატიური წარმოდგენის შექმნა იყო - პაპუაშვილი შოვზე საუბრის დროს

გუშინ, 8 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე - ზურაბ ბიბილეიშვილი - რომელსაც სტიქიის ზონაში ეძებდნენ და დაკარგულად მიიჩნეოდა, თბილისში იყო.

ასევე ნახეთ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა, კონტაქტზე გამოვიდა - „ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება"

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა გამოძიების დაწყებაზე საუბარი არ ყოფილა.

7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.