შოვში ნაპოვნი დაღუპულების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

შოვი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შოვში კიდევ ორი დაღუპულის პოვნის შესახებ ადასტურებს ინფორმაციას. დღეს ეს დამეწყრილ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მეოთხე ადამიანია.

ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. იდენტიფიცრებულთა შორისაა ზაზა მესხის ცოლი - ალინა პოლიკოვსკასია.
"[ნაპოვნი დაღუპულებიდან] ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა აღმოჩენამდე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა 5 აგვისტოს, დილით.
ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი დაღუპულების ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება

ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 15 დაღუპული და 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.

ასევე ნახეთ „ორ ვერსიაზე ვფიქრობთ“ - გეოლოგი შოვის სტიქიაზე

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.

ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი