შოვში სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნ 12 ადამიანს შორის ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკაა. ინფორმაციას აქვეყნებს BBC-ის უკრაინული სამსახური.
ალინა პოლიკოვსკა ზაზა მესხის ცოლია, რომელსაც ასევე ეძებენ მაშველები. ოჯახი შოვში სამ შვილთან ერთად იყო. პოლიკოვსკას დაღუპვას ადასტურებს მესხის ყოფილი მეუღლეც - სინტა დეპონტიც.
"პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში... დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხსა და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი", - წერს ქალი.
ასევე ნახეთ ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულებინაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. მათ შორის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დაღუპული ადამიანებიდან რამდენია ქალი, კაცი ან ბავშვი.
"[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა მე-12 დაღუპულის აღმოჩენამდე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.
ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი დაღუპულების ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება ასევე ნახეთ "ხეობა მთლიანად დანგრეულია" - გელა მთივლიშვილი ეპიცენტრიდან ასევე ნახეთ 112-ში პირველი შეტყობინებიდან 11 დაღუპულამდე - რაჭის სტიქიის პირველი 24 საათიბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 12 დაღუპული და 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი