შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე კიდევ ერთი, მეთორმეტე ადამიანის იპოვეს დაღუპული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. მათ შორის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დაღუპული ადამიანებიდან რამდენია ქალი, კაცი ან ბავშვი.
"[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა მე-12 დაღუპულის აღმოჩენამდე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.
ასევე ნახეთ შოვში ნაპოვნი დაღუპულების ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება ასევე ნახეთ "ხეობა მთლიანად დანგრეულია" - გელა მთივლიშვილი ეპიცენტრიდან ასევე ნახეთ 112-ში პირველი შეტყობინებიდან 11 დაღუპულამდე - რაჭის სტიქიის პირველი 24 საათიბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 12 დაღუპული და 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.
ასევე ნახეთ ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულები3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი