კურორტ შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ", - დაწერა „ტვიტერის" ანგარიშზე მირზოიანმა.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი ასევე ნახეთ შსს: სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანიმაშველებმა სტიქიის არეალში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო.