აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. ცნობას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ბაირამოვმა ღრმა მწუხარება გამოხატა გარდაცვლილთა ნათესავებისა და ახლობლების მიმართ და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს უახლოეს ხანში იპოვიან", - იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, აღმოუჩინოს ყველა სახის დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში.
საპასუხოდ ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის მიმართ მადლიერება გამოხატა, სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი ასევე ნახეთ შსს: სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანიმაშველებმა სტიქიის არეალში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო.