საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაკარგული ადამიანების მოსაძებნად სამუშაოებში ჩაერთვება ჯარი. ამის შესახებ მან ილაპარაკა მედიასთან.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავიანთი სპეც. საშუალებებით, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადიბოლო ინფორმაციით [14:13 საათი], რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა და ეძებენ 30-ზე მეტ ადამიანს.
"210 მოქალაქე უვნებელი იქნა გამოყვანილი... სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილია ნაპოვნი, ცხედარი. ძალიან მძიმე ვითარებაა, 30-ზე მეტს ეძებენ. დაველოდოთ, მიდის აქტიური სამუშაოები", - ამბობს ღარიბაშვილი.
ასევე ნახეთ შოვში ეძებენ 30-ზე მეტ ადამიანს - ბოლო ინფორმაციაგუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.