ონის მერის მოადგილე ამბობს, რომ შოვიდან მოსახლეობის ვერტმფრენით ევაკუაცია იწყება

შოვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენით შოვიდან ადამიანების ევაკუაცია იწყება - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა უთხრა.

"შოვში ვარ და ახლა ვიწყებთ მოსახლეობის ვერტმფრენით გადმოყვანას. ეს შემიძლია მხოლოდ გითხრათ. ახლა აფრინდება ვერტმფრენი. სხვა ინფორმაცია არ მაქვს... ვარ იქ, საიდანაც ვერტმფრენმა უნდა გააკეთოს რეისი", - ამბობს ონის მერის მოადგილე.

ასევე ნახეთ შოვში მეწყრის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები

ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, არიან თუ არა შოვში ადამიანები, რომლებთან კომუნიკაციის დამყარებაც ვერ ხდება. ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს არც მერის მოადგილე.

ასევე ნახეთ "ორმეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხრჩობით" - მეწყრულ ზონაში მოყოლილი ქალი

რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით სამი საათის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.

ასევე ნახეთ რაჭაში მეწყერი ჩამოწვა, შესაძლოა, იყვნენ დაშავებულებიც