მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის შემოსვლით. მისი თქმით, ამ შემოსავლების შემცირება ქვეყანას "ვერ დააქცევს", თუმცა მიზანი არეულობის შემოტანაა.
"აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს - გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. ნაციონალებმა იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც ნაციონალებისა და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა. ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა", - აღნიშნა კობახიძემ.
ასევე ნახეთ კალაძე ბათუმში გამართულ აქციაზე: საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართულიმისივე თქმით, არ ჰქონდა ლოგიკური ახსნა გუშინ ბათუმის ნავსადგურში აქციის გამართვას:
"ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას".
ასევე ნახეთ "მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი" - დეგნანი ბათუმის ნავსადგურში Astoria Grande-ს საწინააღმდეგო აქციაზეგუშინ, 31 ივლისს, სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!".
ასევე ნახეთ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური დატოვასაკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქე იყო.
პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.