ლვოვა-ბელოვას თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში

2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი.

რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში.

ლვოვა-ბელოვამ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ ამ ბავშვების დიდი უმრავლესობა რუსეთში მშობლებისა და ნათესავების თანხლებით ჩავიდა.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში, რაც სამხედრო დანაშაულია საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით.

ასევე ნახეთ

ომის ბავშვები - როგორ მიჰყავთ უკრაინელი პატარები რუსეთშივინ არის ქალი, რომელმაც დაღუპა პუტინიზელენსკი: ბავშვების დეპორტაციის შესახებ PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგიაპუტინის დაკავების ორდერი - რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება?