საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 8 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის ფაქტს მოკლე განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას - დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.
მისი სიტყვებით, საქართველოში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და:
„ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის. ხოლო ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება“.
ლევან იოსელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება.
ასევე ნახეთ „ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე“ – „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებსდღეს, რვა ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა დაიკავეს, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ.
ასევე ნახეთ „სევდიანი დღე თბილისში. დაირღვა კანონი“ - გერმანიის ელჩი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას ეხმაურებამათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს. პოლიციას ისინი არ შეუჩერებია - პასუხად შსს-მ განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რომელთა შეჩერება გაშლილ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო".
ჩაშლილი „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.
ასევე ნახეთ „რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ“, - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას აფასებენ