საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ტვიტერზე წერს, რომ ის შეძრწუნებულია, მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის გამო.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს მარკ კლეიტონი.
8 ივლისს, თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს.
ასობით ადამიანი დილიდან დაიძრა ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს.
პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებია.
მათ მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.
ასევე ნახეთ „ევაკუაცია გვიწევს“, - წერენ „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორები„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.
შსს-მ კი პრაიდის ფესტივალის ჩაშლა ახსნა იმით, რომ გაშლილ ტერიტორიაზე "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა".
ასევე ნახეთ „ბევრნი მოვიდნენ“: შსს-ს პასუხი, რატომ ვერ შეაკავეს ანტილგბტ აქციის მონაწილეები