ევროკავშირი, ნატო და ევროპის ქვეყნები რუსეთში ვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალყურს

დასავლეთში შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება დაქირავებულ მებრძოლთა გაერთიანების - „ვაგნერის“ ამბოხებას.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ვითარება რუსეთში „აშკარად რუსეთის საშინაო საკითხია“.

ასევე ნახეთ სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადი

მიშელმა დასძინა, რომ უკრაინისა და ზელენსკის მხარდაჭერა „ურყევია“. მისი თქმით, მუდმივი კონტაქტი აქვს კოლეგებთან - ევროპის კავშირის ლიდერებსა და G7-ის პარტნიორებთან.

ნატოს წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ ალიანსი ვითარებას აკვირდება. მას დეტალები არ დაუზუსტებია. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და იტალიის მთავრობებმა.

ბრიტანეთის მთავრობამ თავისი მოქალაქეები გააფრთხილა მთელ რუსეთში მღელვარების შესახებ და მოუწოდა მათ, დატოვონ რუსეთი. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტი ყურადღებით აკვირდება რუსეთში შექმნილ სიტუაციას და მუდმივ კონტაქტშია მოკავშირეებთან. ამის შესახებ კლაუს იოჰანესმა ტვიტერით გაავრცელა განცხადება.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპანსკის თქმით, ჩეხეთში „ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის ფედერაციაში ვითარებას“, მოჰყავს მინისტრის სიტყვები სააგენტო CTK-ს. მინისტრი მკაცრად აფრთხილებს, განსაკუთრებით, ნატოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, უკრაინაში რუსეთის ომის, ასევე საკუთრივ რუსეთში უსაფრთხოების ვითარების გაუარესების გამო, თავი აარიდონ რუსეთში მოგზაურობას.

ასევე ნახეთ

"დაიწყება ახალი "სმუტა" - ანინი პუტინზე, პრიგოჟინის და კლანების ომზე "ცარის ტახტისთვის"„რუსეთის დღეები დათვლილია“ - ვოლოდიმირ ოგრიზკო ბუქარესტის სამიტის მემკვიდრეობაზეინტერვიუ პუტინის ყოფილ სპიჩრაიტერთან: “მარცხი მაგიას გააქრობს, რუსები აღარ იქნებიან მონუსხული პუტინით”მაკარიჩევი: „მეორე ხერსონს პუტინი, ვფიქრობ, ვეღარ გადაურჩება“„პუტინს ეტყვიან: ბატონო პრეზიდენტო, თქვენთვის „დაჩა“ შევარჩიეთ” - უილიამ ტეილორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში“ვწინასწარმეტყველებ, რომ რუსეთი დაიშლება” - პროფესორი ეტკინდი რუსეთის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებრატომაა უკრაინაში ომი „ახალი შანსი“ რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის?ანდერს ოსტლუნდი: „რუსეთი დაიშლება პატარა, სუსტ, დემილიტარიზებულ სახელმწიფოებად“