ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირმა ოთხშაბათს შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი. ამის შესახებ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა განაცხადა.

პაკეტში შედის ზომები, რომლებიც მიმართულია უკვე არსებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ, ასევე ფართოვდება სანქციების ადრესატი ფიზიკური და იურიდიული პირების სია.

წინასწარი მონაცემებით, სანქციები შეეხება 70 პირს, მათ შორის იმათ, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასთან, და 30 კომპანიას. სიები პარასკევს გამოქვეყნდება.

როგორც BBC აღნიშნავს, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოიღო ყოვლისმომცველი ფინანსური და სავაჭრო სანქციები და ახლა უფრო იმაზეა კონცენტრირებულია, თუ როგორ სრულდება ეს სანქციები და არ ცდილობს ახალი შეზღუდვების გამონახვას.

ასევე ნახეთ

ევროკავშირი ამცირებს, საქართველო კი ზრდის რუსეთთან ვაჭრობასსაქართველო და სანქციები - ზუსტად რა თქვა ჯიმ ო’ბრაიენმაო'ბრაიენი საქართველოს ასახელებს 5 ქვეყანას შორის, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან - POLITICO ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მსოფლიოს 90-ზე მეტ კომპანიას შეეხებაევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი - შეეხება თუ არა საქართველოს? აშშ-მ სანქციები დაუწესა სომხეთის კომპანია „მედისარს“