Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მსოფლიოს 90-ზე მეტ კომპანიას შეეხება


ურზულა ფონ დერ ლაიენი: „ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას".
ურზულა ფონ დერ ლაიენი: „ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას".

ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში 90-ზე მეტ კომპანიას შეეხება, - ევროკომისიის ხელმძღვანელმა

უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს უცხოურ კომპანიებს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას. ამიტომ მე-11 პაკეტში ჩავრთეთ 90-ზე მეტი კომპანია მთელს მსოფლიოში, გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ, ანუ ევროკავშირიდან პირდაპირ აწვდიან რუსეთს სანქცირებულ საქონელს მესამე ქვეყნების გავლით,“ თქვა მან ZDF-თან ინტერვიუში.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ამ კომპანიებიდან ზოგიერთი ჩინეთშია რეგისტრირებული.

„ეს არიან კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ ქაღალდზე არსებობენ და ჰყავთ სხვა მოქალაქეობის მქონე მფლობელები. მაგრამ ისინი ჩინეთში არიან რეგისტრირებული და აქ ჩვენ მკაცრად ვიმოქმედებთ. სხვათა შორის, ეს ეხება ყველა სხვა კომპანიას, რომელთა მიმართაც სანქციებს ვიყენებთ,“ - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG