პოლიციამ “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - აცხადებენ პარტიაშიდაახლოებით დილის 10:00 საათზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიდიოდა.
ასევე ნახეთ შსს-მ გამოძიება დაიწყო ჯაფარიძეზე და ბანაკზე თავდასხმის ფაქტებზე