Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომში სემინარის ჩაშლის შემდეგ პარლამენტთან იმავე თემაზე ლექცია ტარდება


“ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტის წინ საჯარო ლექციას მართავს. თბილისი, 17 ივნისი, 2023 წ.
“ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტის წინ საჯარო ლექციას მართავს. თბილისი, 17 ივნისი, 2023 წ.

“ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე საჯარო ლექციას მართავს. ორგანიზაციის განმარტებით, მიზანია დააკმაყოფილონ ის გაზრდილი ინტერესი, რომელიც ბორჯომში მათი სემინარის ჩაშლის შემდეგ გაჩნდა.

“ბანაკის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, გადავწყვიტეთ, ფართო მასას მივცეთ შესაძლებლობა - დაესწროს ჩვენს აქტივობას...

პარლამენტის წინ ჩავატარებთ იმ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ცდილობდნენ. ძირითადად ვისაუბრებთ სიტყვის თავისუფლებაზე და დავიკიდებთ ხალხს, ვინც აქტიურად ებრძვის ამ ინსტიტუტს”, - ეწერა ღონისძიების ანონსში.

“ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტის წინ საჯარო ლექციას მართავს. თბილისი, 17 ივნისი, 2023 წ.
“ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტის წინ საჯარო ლექციას მართავს. თბილისი, 17 ივნისი, 2023 წ.

დაახლოებით დღის 12:00 საათზე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე ათეულობით ადამიანი იყო მობილიზებული. ამ ხალხის მხრიდან ისმოდა გინება. იმ ტერიტორიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებისთვის ამ პოლიტიკოსს ლექცია უნდა ჩაეტარებინა.

"ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" "ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც - ადამიანი, რომელიც ამ ამბის შესახებ ჰყვებოდა, ამბობდა, რომ მათ ესროლეს ქვები და საღებავები.

მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი და ამავდროულად მომღერალ გია გაჩეჩილაძის (იგივე "უცნობის") თანამოაზრე, ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ ბორჯომში, ბანაკში მათი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. შაქარიშვილი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ძალადობა მათი მხრიდან არ ყოფილა.

"ბორჯომის სუფთა ჰაერს ჩრდილში, თუ დაგვაცდით კარგი იქნება... არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა "საქართველო უპირველს ყოვლისას" მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები..." - ამბობს ვატო შაქარიშვილი "TV პირველთან" საუბრის დროს.

უფრო ადრე, დაახლოებით დილის 10:00 საათზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, ამ ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიდიოდა.

XS
SM
MD
LG