შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დღეს, 17 ივნისს მომხდად ორ ინციდენტზე, რომელიც ბორჯომში “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” სემინარის ჩაშლასა და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას შეეხება. გამოძისბის დაყების შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ამ თავდასხმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ცნობილი.
ზურა ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევას შსს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), სემინარის ჩაშლისა და იქ მომხდარ ძალადობის ფაქტს კი 187-ე (სხვისი ნივთის განადგურება) მუხლით.