Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დამალვას არ ვაპირებ" - "ფეისბუკში" პოსტი ქვეყნდება ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ


ფოტო არქივიდან: ზურა ჯაფარიძე
ფოტო არქივიდან: ზურა ჯაფარიძე

"ფეისბუკში" ერთ-ერთი მომხმარებლის - Salut Salut სახელით, ქვეყნდება პოსტი, რომლის მიხედვითაც, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მისმა მეგობარმა მიაყენა.

"მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი.

ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს.

არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს", - წერია პოსტში.

ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დილის 10:00 საათზე გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ საკითხზე არ გაკეთებულა კომენტარი.

"ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება", - წერს ანა ყურაშვილი, პარტიის წევრი.

მოძრაობა "აი იას" ლიდერი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც ორგანიზაცია გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობთან") ერთად დააფუძნა და იყო პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, "ფეისბუკში" წერს ამ თავდასხმის დეტალებზე.

"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება", - ამბობს შაქარიშვილი, რომელიც ასევე არის კონსერვატიული გაერთიანების - “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი.

XS
SM
MD
LG