თითქმის ორი წლის თავზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში აქციები წყდება - მოქალაქეები ამბობენ, რომ წინაპრების კუთვნილი ტერიტორიაზე, რომელიც ხელისუფლებამ გაუყიდა, ინვესტორთან შეთანხმდნენ.
აქციის მონაწილეები ზღვის სანაპიროზე შეიკრიბნენ საქართველოს, აშშ-ს და ევროკავშირის დროშებით და საჯაროდ განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. მათი თქმით, ინვესტორმა კონტრაქტით აიღო ვალდებულება, რომ პირველივე კორპუსში 100-მდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს - ეს პირობა მათთვის მისაღები აღმოჩნდა.
"აქ შევიკრიბეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრათ - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სამი წლის განმავლობაში თოვლში, წვიმაში, დარში და ავდარში ვიბრძოდით, რკინიგზაც კი გადავკეტეთ და მატარებელი შევაჩერეთ ჩვენი მიწებისთვის. პირველი აუქციონიც ჩავშალეთ", - ამბობს მამუკა მსხალაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მასალა არქივიდან მიწების დაკანონების მოთხოვნით ბობოყვათში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხესთამაზ ბაკურიძემ გაიხსენა, მათი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ მიწები მათი საკუთრება იყო და აუქციონით გაყიდა. გარდა ამისა, გასხვისების მიუხედავად, ინვესტორს არ ჩაუდო რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
მასალა არქივიდან ბობოყვათში ადგილობრივებმა სადავო ტერიტორიაზე კარავი გაშალეს