Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბობოყვათში ადგილობრივებმა სადავო ტერიტორიაზე კარავი გაშალეს


ბობოყვათში ადგილობრივებმა სადავო ტერიტორიაზე კარავი გაშალეს და პროტესტისთვის 24-საათიანი მორიგეობა დააწესეს. ბობოყვათელები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა აუქციონის შეჩერების შესახებ არ დააკმაყოფილა, ამიტომ ახლა პროტესტით უნდათ სავარაუდო ინვესტორს გააგებინონ, რომ მიწა მათ ეკუთვნით.

ბობოყვათის სანაპიროსთან არსებულ 28 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაა, ადგილობრივებს საკუთრების უფლების აღდგენა სურთ. ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ წინაპრებს ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის შემდეგ რუსეთის იმპერიის დროს ეკუთვნოდათ. საკუთრების უფლება კი ბოლშევიკებმა ჩამოართვეს.

მათივე განმარტებით, მიწების საკუთრებაში დაბრუნება 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სცადეს და ნაწილობრივ დაიბრუნეს კიდეც. თუმცა ახლა სადავო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთია, რომლის გასხვისებას აუქციონის წესით ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს საინვესტიციო პირობით.

XS
SM
MD
LG